21:28 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 18:46:09, 735 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: კი ბატონო იყოს სამინისტრო, მაგრამ მოადგილე რა საჭიროა , როცა მინისტრსაც არ აქვს მანდ საქმე?!

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ შეიძლება სააaრთველოს სამინისტროს ავტოპარკში ევროპის ქვეყნების სამინისტროებზე მეტი მანქანა იყოს.

ცინცაძის განცხადებით, ყველა ხელოვნური თანამდებობა გარკვეული ადამიანებისთვის შეიქმნა - სიძეებისთვის, საყვარლებისთვის, ბიძაშვილებისთვის, ცოლებისთვის და ა.შ. და აუცილებელია ბიუროკრატიული აპარატის შემცირება.

„საქართველოში უზომოდ არის გაზრდილი ბიუროკრატიული აპარატი, მაგალითად , ისრაელთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტი ჩინოვნიკი გვყავს. ბოლო პერიოდში, მერიის ჩინოვნიკების რიცხვი, ათასზე მეტით გაიზარდა, ქალაქს კი არაფერი არ ეტყობა. ხეები ისევ ისე იჩეხება ,როგორც ნაციონალების დროს. რამდენიმე სამინისტრო რომ გასაუქმებელია, ფაქტია. მინისტრი თავის ორი-სამი მოადგილით დაუშვებელი ფუფუნებაა. კი ბატონო იყოს სამინისტრო, მაგრამ მოადგილე რა საჭიროა , როცა მინისტრსაც არ აქვს მანდ საქმე? ასევე, რადიკალურადაა კადრები შესამცირებელი დიასპორის სამინისტროში. ევროატლანტიკური და ევროპასთან დაახლოების სამინისტრო თურქეთშიც არის. თურქეთში, სადაც უკვე ევროპასთან ინტეგრაციის არავითარი შანსი აღარ არის , თვითონ თურქებმაც იციან ეს , მაგრამ სამინისტროს მაინც არ აუქმებენ. ეს პოლიტიკურია, მაგრამ ,მოადგილეების რაოდენობის, დეპარტამენტებისა და ავტოპარკის შემცირება საქართველოში გარდაუვალია. არ შეიძლება საქრთველოს სამინისტროს ავტოპარკში ევროპის ქვეყნების სამინისტროებზე მეტი მანქანა იყოს. მაგალითად , რაც მე ვიცი, კიოლნის მერიაში 15 ჯერ ნაკლები შტატია ვიდრე თბილისში. მანქანა მხოლოდ მერს ემსახურება და ისიც გამოძახებით. სიტუაცია ქალაქში კი უარესია გარდა ამისა, ერთსა და იმავე სფეროში რაც უფრო მეტი დასაქმებულია, მით უფრო მეტი შანსია, რომ ერთმანეთს გადააბრალონ დანაშაული. როდესაც 2-3 კაცი იქნება კონკრეტულ საქმეზე პასუხისმგებელი, მაშინ ყველას ყველაფერი ეცოდინება, როგორც ეს მოწინავე ევროპულ სახელმწიფოებშია. ამ მხრივ ხიდაშელი სწორია. თუმცა, ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში შტატები შეამცირა? სწორედ მანდაა საჭირო ხარჯებისა და კადრების შემცირება. ჩვენ ომისათვის არ ვემზადებით. ყველა ხელოვნური თანამდებობა გარკვეული ადამიანებისთვის შეიქმნა - სიძეებისთვის, საყვარლებისთვის, ბიძაშვილებისთვის, ცოლებისთვის და ა.შ. „, - განაცხადა ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოში სამინისტროებია შესამცირებელი. ხიდაშელმა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებსაც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში „რესპუბლიკური“ პარტია დააყენებს. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივად ხიდაშელმა სამინისტროების რაოდენობის შემცირება დაასახელა




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics