18:35 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 22:42:11, 950 ნახვა

ჟურნალისტის ბლოგი: გლობალური დათბობა და ფაციფუცში გამქრალი ხეები

ერთ დროს მწვანე ქალაქი თბილისი ნელ-ნელა მახინჯი კორპუსების ერთობა ხდება. ქალაქის მოსახლეობა კი დაპირებულ მილიონ ხეს ამაოდ ელის. დავით ნარმანიას უწყება კი პირიქით, ნებართვას ნებართვაზე აწერს ხელს და ქალაქს ნელ-ნელა აცლის მწვანე საფარს.  თბილისი ისეთ სიტუაციაშია „გირჩიც“ კი გახმა.

ამ წუთას შემდეგი სიტუაცია გვაქვს - ყოველდღე რომელიმე სამშენებლო კომპანია მოჭრის 45 ხეს, პარტიზანული მებაღეობა გამართავს აქცია და დარჩენილ 4 ხეს გადაარჩენს.  ასე, სათითაოდ, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად  იცავს ხეებს ერთი მუჭა ადამიანების ჯგუფი, ხოლო დანარჩენები ტელევიზორიდან უჭერენ მათ მხარს და ქალაქში არსებულ უჰაერობაზე წუწუნებენ.

თბილისის მერი, ბატონი დავით ნარმანია კი, იმის ნაცვლად, რომ კოკით წყალი მიჰქონდეს და ისე უვლიდეს ხეებს, სიმწვანის დამცველებს მაიმუნ ვირიშვილებს ეძახის. არადა, სწორედ ეს „მაიმუნი ვირიშვილები“ იცავენ ხეებს მოჭრისგან. როგორც ჩანს, ნარმანია მარტო საზამთროს დაჭრაში არ ყოფილა მაგარი, ხეებსაც წარმატებით ავლებს მუსრს.

შეგახსენებთ, რომ ეს ის მერია და ეს ის საკრებულოა, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ვუხდით ასტრონომიულ ხელფასებს, პენსიებსა და დანამატებს. გამოდის, რომ ხელფასს ხეების მოჭრასა და მილიონი ხეების დაპირებაში იღებენ. 

გარდა ამისა, მერია ამბობს, რომ პავლოვზე (ეს რასაც ოფიციალურად აღიარებენ) საღი ხეები მოიჭრაო, მაგრამ ბოლომდე არ აღიარებენ შეცდომას და ზოგიერთი ჩინოვნიკი აცხადებს, ხეები იმიტომ გახმა, რომ გლობალური დათბობააო. ეს დაახლოებით ისეთი ნათქვამია, დიმიტრი ქუმსიშვილმა რომ განაცხადა - ლარის კურსზე „BREXIT”-მა იმოქმედაო. იქით, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს - ქალაქი უნდა განვითარდეს და ხანდახან ხეც უნდა მოიჭრასო. მოკლედ, როგორც ჩანს, ვირმა ორი რამ არ იცის -ხურმა რა ხილია  და როგორ მართოს ქალაქი. არ შეიძლება ისე იფაციფუცო, რომ თბილისი ხეები თვალისდახამხამებაში გააქრო.

ნათქვამია, რასაც დასთესს იმას მოიმკიო, სამწუხაროდ, დავით ნარმანიას არაფერი დაუთესია და კოკ(ი)ა წყალს მუდამ არ მოიტანს, ერთხელაც იქნება გატყდება. მერე აბრხუნეთ ხელები მაგიდაზე და იყვირეთ ვირიშვილო მაიმუნებოო. ჩამოგიყალიბეთ? გოგოსიან-ბიჭიანა...

P.S. ხომ მართლა - ამ სოსო ჯაჭვლიანს რატომ უნდა ვუხადოთ ხელფასი, რახან სიაში ვერ მოხვდა? არ ეყო „იბიარდზე“, რაც „იგულავა“. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სპეციალურად ხსნის შპს-ს და მის ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანს ნიშნავს. საერთაშორისო გამოცდილების კადრი სიაში არ ჩასმის გამო არ გაგვინაწყენდესო....




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics