2016-08-25 11:46:24, 1196 ნახვა
სამართალი
დათა ახალაიასთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიასთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის განჩინება ძალაში დატოვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რათა მოხდეს 9 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ახალაიასთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა შეიცვალოს სხვა ტიპის ღონისძიებით. დღევანდელ პროცესზე დაგეგმილი იყო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, რომელიც პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, ამ საქმეზე არიან ბრალდებულები. თუმცა დაცვის მხარის გამოუცხადებლობის გამო დაკითხვა გადაიდო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმეზე რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. საქმეზე მომდევნო პროცესი 16 სექტემბერს გაიმართება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|