00:11 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 11:56:46, 1778 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიერაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, 25 აგვისტოდან 31 აგვისტომდე რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება მოყვანილი.

შოიგუს თქმით, შემოწმების მიზანია “შეიარაღებული ძალების მომზადება რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე საფრთხეების ზრდის ფონზე”.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, შემოწმების კიდევ ერთი მიზანი არმიის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების საბრძოლო მზადყოფნის სწრაფად გაძლიერების უნარის შეფასებაა.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსგავსი შემოწმებები ბოლო პერიოდში გახშირდა. ივნისში ჩატარდა შემოწმება საბრძოლო და მობილიზაციური მზადყოფნის შესაფასებლად. მარტში ანალოგიური ღონისძიებები საჰაერო-სადესანტო ძალებში ჩატარდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics