12:54 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 12:42:42, 735 ნახვა

საზოგადოება
1012-მა აბიტურიენტმა 100 პროცენტიანი გრანტი მოიპოვა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 1012-მა აბიტურიენტმა 100 პროცენტიანი გრანტი მოიპოვა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, 50 პროცენტიანი გრანტი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო, 70 პროცენტიანი გრანტი -1400-ზე მეტმა აბიტურიენტმა.  

"არსებობს უფასო ფაკულტეტები, სადაც თუ აბიტურიენტები ჩაირიცხნენ, სახელმწიფოს დაფინანსებით ისწავლიან. აქედან გამომდინარე 5000-ზე მეტი აბიტურიენტი არის ის რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლიან, მათგან 1012-მა თავად მოიპოვა ეს გრანტი", - აღნიშნა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვები გამოცხადების შემდეგ დაახლოებით 3 ათასამდე აბიტურიენტი კონკურსს გამოეთიშა.

„37 ათასზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 27 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა მათ მიერ მითითებულ უმაღლეს სასწავლებელში ბუნებრივია, რეიტინგისა და საკონკურსო ქულის მიხედვით. გარკვეული რაოდენობა არის აბიტურიენტებისა, რომლებმაც გადალახეს ზღვარი, თუმცა მათ მითითებულ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 500-ია და როგორც ჩვენი ბაზიდან ჩანს, ამ აბიტურიენტებს არ ჰქონდათ მითითებული საკმარისი რაოდენობა სასწავლებლებისა”, - განაცხადა მიმინოშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
საქსტატი - 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics