21:11 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 12:50:50, 564 ნახვა

საზოგადოება
დოლიძემ და კოჟორიძემ მერიასთან მოშიმშილე „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლები მოინახულეს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ დღეს, თბილისის მერიასთან მოშიმშილე „პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები მოინახულეს.

„ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ყველა ჩვენთაგანის ფუნდამენტური უფლებაა. გასაგებია, რომ მოქალაქეები წუხან ამ უფლების განხორციელებაზე, თუმცა შიმშილობა პროტესტის ყველაზე რადიკალური ფორმაა. მოვუწოდებთ მათ, რომ შიმშილობის აქციით განსაკუთრებით დიდი ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ჯანმრთელობას.

დემოკრატიულ საზოგადოებაში დადგენილი მეთოდებით, ბუნებრივია, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა განახორციელონ საკუთარი სურვილები და უნდა განახორციელონ საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნა

უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისი თვითმმართველი ერთეულია. თვითმმართველობას თავისი მაკონტროლებელი ორგანოები გააჩნია. რა თქმა უნდა, თვითმმართველობა პასუხისმგებელია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ იმედი გამოვთქვათ, რომ ეს ყველაფერი კარგად იმუშავებს.
შესაბამისად, პრეზიდენტის სახელით, იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დაწესებულია მსგავსი შემთხვევებისათვის, ეფექტურად ამუშავდება",- განაცხადა ანა დოლიძემ მოშიმშილეებთან შეხვედრისას.

პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ იმედი გამოთქვა, რომ გამწვანებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებით დედაქალაქში არსებული პრობლემები საბოლოოდ დარეგულირდება.

„ჩვენ მოვინახულეთ მოშიმშილეები და ჩვენი თხოვნაა მათდამი, რომ იქნებ კიდევ იყოს დიალოგის რესურსი, იქნებ კიდევ გამოინახოს გზები იმისთვის, რომ დიალოგის რეჟიმში და არა ასეთი რადიკალური ფორმებით დაფიქსირდეს პროტესტი.

ამ ქალაქში მართლაც, რომ არსებობს გამწვანებასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს წლების განმავლობაში ასე გრძელდება, ძალიან დიდი ხანია, და იმედია, რომ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დაადგება საშველი და დარეგულირდება ისე, რომ ადამიანებს არ დარჩეთ კვლავ სურვილი თავიანთი პროტესტი ასეთი რადიკალური ფორმებით დააფიქსირონ", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია
სუს-ი - სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია
EU-ის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ
ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics