12:00 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 12:56:42, 1026 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა ივლისში, წინა თვესთან შედარებით 224.1 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 224.1 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 16.6 მლრდ ლარი შეადგინა.

"ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 156.5 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 67.6 მლნ ლარით (0.6 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.4 პროცენტით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.9 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 9.4 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 5.9 მლრდ ლარის (0.7 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით ნაკლები).

2016 წლის ივლისის განმავლობაში 1.2 პროცენტით ანუ 95.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.97 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.53 პროცენტული პუნქტით გაიზარდა",-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა
გზების დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენისთვის საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთნენ
„თიბისის“ შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში
საგამოძიებო სამსახური - ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე 2 პირი დავაკავეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics