23:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 14:11:24, 679 ნახვა

საზოგადოება
მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას იწყებს

თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას იწყებს. ქალაქის მთავრობა მზადაა დააფინანსოს პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდების, კვლევებისა და ტრენინგების გზით სატრანსპორტო სფეროს თემატიკას მოიცავს: საგზაო უსაფრთხოებას, მძღოლებისა და ქვეითების მიერ მოძრაობის წესების დაცვას, პარკირებისა და ქვეითთა გადასასვლელების მნიშვნელობას, ველოსიპედებისა და ფეხითმოსიარულეების ბილიკების რეკლამირებას...

დაინტერესებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა 20 სექტემბრამდე საპროექტო განაცხადი მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში უნდა წარადგინონ. გამარჯვებულებს  მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია გამოავლენს.  

 საპროექტო განაცხადისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს - http://tbilisi.gov.ge/news/2873

საკონტაქტო პირი: მალხაზ ჭამპურიძე (ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე) მობ: (577) 220 770

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics