03:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 15:47:47, 653 ნახვა

საზოგადოება
LCC საქართველო დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი დევნილი და ლტოლვილი ახალგაზრდებისთვის  ინგლისური ენის შემსწავლელ  პროგრამას ახორციელებს.

LCC საქართველოს პროგრამაში ჩართვის მსურველმა 92-მა ახალგაზრდამ ინგლისური ენის ტესტი ჩააბარა. დამაკმაყოფილებელი რეზულტატის შემთხვევაში დევნილი და ლტოლვილი ახალგაზრდები შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან.

პროგრამის პირველ ეტაპზე ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი 20-მა ახალგაზრდამ უკვე გაიარა.

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან გაიუმჯობესონ ცოდნა და მიიღონ უმაღლესი განათლება ინგლისურ ენაზე როგორც   საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მნიშვნელოვანია,რომ წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა  ექნებათ, განაცხადი შეიტანონ და  განათლების მიღება ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში,  სტიპენდიის პროგრამის დახმარებით,  გააგრძელონ.

(NS)

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics