16:36 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 15:57:34, 1207 ნახვა

სამართალი
სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობისშესახებ“.

"შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს, ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშნვნელობაზე და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს",-აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics