13:24 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 16:06:18, 670 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრის მიწვევით რიგაში გაემგზავრა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში გაემგზავრა. 

კახა კახიშვილი რიგას ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის მიწვევით სტუმრობს. 

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ქვეყნის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ასპექტებსა და ევროპულ სტადრატებთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებენ, მათ შორის ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის გაღრმავებაზე პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში. განიხილავენ პენიტენციური ინფრასტრუქტურის განახლების და მშენებლობის, ციხეების ეფექტიანი მართვისა და არასაპატიმრო სასჯელთა გამოყენების პრაქტიკის განვითარების საკითხებს, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებსა და მათ მნიშვნელობას. 

კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, რიგის პრობაციის ბიუროსაც ეწვევა, ასევე, ოლაინეს ციხეს დაათვალიერებს. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ფანიაშვილი.
 
საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტის გათვალისწინებით, რაც  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოვებაა. ამისთვის, სამინისტრო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორისაა ურთიერთობების გაღრმავება და მეგობარი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში შემდგომი დანერგვის მიზნით. 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics