05:17 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 17:00:29, 688 ნახვა

იდიოტოკრატის ბლოგი: პროფესია - პარლამენტარი?

ცხელი და საინტერესო ზაფხული გვაქვს. ისეთი ადამიანი რომ ვერ მოიწყენს. ჯერ იყო და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა საფრანგეთში, შემდეგ - ბრაზილიის ოლიმპიური თამაშები. ახლა კი მთელი ერი წინასაარჩევნო პოლიტიკურ ბატალიებში ვართ ჩაბმული.

პატარა სახელმწიფო ვართ და მსოფლიო სარბიელზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წარმატება ძალიან გვახარებს, გვეამაყება.

8 აგვისტოს ბრაზილიის ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა  (ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა) რუსი სპორტსმენი დაამარცხა. მისი ჟესტი კი ეროვნული გმირობის ხარისხში ავიყვანეთ. იყო საამაყო ვერცხლის მედალი და ძალიან გულისამაჩუყებელი სცენა კვარცხლბეკზე. დარწმუნებული ვარ ლიპარტელიანის შემყურე ბევრმა ქართველმაც იტირა.

16 აგვისტოს პირველი ოქრო მოვიპოვეთ. მძიმე წონაში მოასპარეზე 22 წლის ლაშა ტალახაძემ 473 კილოგრამით ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მეორე ადგილზე გასულ ძალოსანს, სომხეთის წარმომადგენელს, გორ მინასიანს, 22 კილოგრამით აჯობა. ამ დღეს მოხდა უპრეცენდენტო რამ,  სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა. მოგეხსენებათ, სპორტის ამავე სახეობაში ბრინჯაო ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა.

აუცილებლად უნდა ვახსენო ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე. ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის ამ სახეობაში პირველად გვყავდა წარმომადგენელი და ტრავმის მიუხედავად, ფინალში გავიდა და იქაც ძალიან ცოტა დააკლდა მედლის მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა ყველანი ვამაყობთ მისი ბრძოლისუნარიანობითა და მიზანდასახულობით.

ოლიმპიური თამაშების პარალელურად პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს. დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია სპორტსმენებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებამ. თვალსა და ხელს შუა გაქრა ყოველგვარი ზემოთნახსენები აღტაცება. ადამიანები, რომლებითაც ყველანი ვამაყობთ და რომლებმაც წელს გვასახელეს, არჩევნების დროს ლამის იმბეცილებად გამოვაცხადეთ. ვაქილიკებთ, ცინიკურად დავცინით, რომ შემდეგ არჩევნებში ისინიც რომელიმე პარტიის მაჟორიტარებად იქნებიან  წარმოდგენილები და ა.შ. თითქოს არასპორტსმენი ბიზნესმენები, იურისტები, ეკონომისტები, ფინანსისტები მათზე ბევრად განათლებულები იყვნენ. რა გამოდის? რომ ისინი, ვინც წიგნებს კითხულობენ სპორტთან ნაკლები შეხება აქვთ? რომ მხოლოდ გაურკვეველი პროფესიის „ენჯეოშნიკები“, ჟურნალისტები, იურისტები და ბიზნესმენები უნდა იყვნენ ქვეყნის შენების ავანგარდში? 

საკნონმდებლო ორგანოში არჩეული დეპუტატები საზოგადოების აზრს უნდა გამოხატავდნენ და გადაწყვეტილებებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე იღებდნენ. პარლამენტარობა პროფესია არაა და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლების (იქნებიან ესენი მწერლები, მუსიკოსები, სპორტსმენები თუ ექიმები ) მარგინალიზაციას, დისკრიმინაცია ქვია.

სიბრიყვე, როგორც ასეთი, აუტანელია როგორც მუსიკოსის, მწერლის ან სპორტსმენის მხრიდან, ასევე იურისტისგანაც. დემოკრატია პროფესიის მიხედვით უპირატესობას არავის ანიჭებს, ის მოგეხსენებათ, ნებისმიერი ინდივიდის თანაბარ უფლებასა და შანსს ნიშნავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics