16:10 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 20:31:25, 647 ნახვა

საზოგადოება
გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - „შემოვიდა, დამჭრესო, მაგის თქმა მოასწრო და დაეცა“

გორში, ახალბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 

ჭრილობა მას ცივი იარაღით მიაყენეს.

თვითმხილველების განცხადებით, დაჭრილი ერთ-ერთ დაწესებულებაში შევიდა, სადაც დაეცა. მოგვიანებით ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ახალბაღიდან  ცოტა მოშორებით დაჭრეს. აქ შემოვიდა, დამჭრესო, მაგის თქმა მოასწრო და დაეცა. სასწრაფომ წაიყვანა საავადმყოფოში", - განაცხადეს თვითმხილველებმა. 

დაჭრილი გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 118- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics