19:05 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 21:24:52, 655 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. დამამთავრებელ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქობულეთის შემოვლითი გზის საერთო სიგრძე 32 კილომეტრია. პირველი 12,4 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე ექსპლუატაციაშია შესული. მეორე ეტაპზე 12 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია. ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 15 ხიდს, 4 გზაგამტარს, 2 გვირაბს და 71 წყალგამტარ მილს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. 

ქობულეთის შემოვლით გზაზე 295 მეტრიანი საავტომობილო გვირაბი სოფელ საჩინოში გაივლის. მისი დასასრულებლად მხოლოდ 40 მეტრი სიგრძის გვირაბის გაყვანა დარჩა. მშენებლობა ახალი ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს, რაც გვირაბის ოპტიმალური სამაგრის შერჩევით მშენებლობას ითვალისწინებს. მეორე გვირაბი სოფელი ჩაქვის ქვემოთ გატარდება და 118 მ იქნება.

გზის ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარებისათვის, ისე სატრანზიტო მიმოსვლისთვის. 
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შემოვლით გზაზე კომპანია „სინო-ჰიდრო" ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობით სამუშაოებს - კომპანია „დოჰვა". 
სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 24 მაისს დაიწყო და 2017 წელს 31 ივლისს დასრულდება.

„ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა არის სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო დერეფანი ჩვენი ქვეყნისთვის. იგი ერთის მხრივ ხელს შეუწყობს დაბა ქობულეთის საავტომობილო გზის განტვირთვას, მეორე მხრივ ტურისტულ სეზონზე დამსვენებელთა პირობების გაუმჯობესებას. გზის ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარებისთვის, ისე სატრანზიტო მიმოსვლისთვის. სამუშაოებზე ამ ეტაპზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი. დასაქმებულთა ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქეა" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics