14:14 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 21:26:59, 752 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. 

ზურაბ პატარაძემ ფიჭვნარში 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა ქობულეთის გამგებელთან სულხან ევგენიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ბაღი მოსახლების მოთხოვნით შენდება და ამ ეტაპისთვის შიდა სარემონტო და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 788 888 ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე ბაღი აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.

„ძალიან კარგი სტატისტიკა გვაქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დღევანდელი მდგომარეობით აქ 20 საბავშვო ბაღი ფინციონირებს და 2 140 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას. საბავშვო ბაღების გაერთიანებაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვი უახლოეს მომავალში ახალი საბავშვო ბაღების გახსნასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. წლის ბოლომდე ქობულეთში 4 საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება, რაც დამატებით 500-მდე აღსაზრდელს და 90-მდე დასაქმებულს ნიშნავს" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ფიჭვნარის საბავშვო ბაღის შემდეგ მთავრობის თავმდჯომარემ ქალაქ ქობულეთში ე.წ ,,მტს" დასახლებისა და კარიერის უბნის საკანალიზაციო სისტემების მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები არასოდეს არსებულა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 054 799 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „მეოხი" აწარმოებს. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაინტერესდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების მიმართულებით არსებული მდგომარეობით და სოფელ ბობოყვათში მიმდინარე პროექტს გაეცნო. ამ ეტაპისთვის სოფელ ბობოყვათში 11 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე გაყვანილია, სამუშაოები სულ 37,3 კილომეტრზე უნდა განხორციელდეს, რაც 585 ოჯახისათვის გაზის მიწოდებას საბოლოოდ უზრუნველყოფს. რაც შეეხება კომპანია „სოკარის" მიერ ქობულეთში დაგეგმილ სხვა პროექტებს, წლის ბოლომდე გაზიფიცირება განხორციელდება 6 სოფელში (სოფ. ქვედა სამება, სოფ. ბობოყვათი, სოფ. ქვედა დაგვა, სოფ. ხუცუბანი, სოფ. ნაკაიძეები და სოფ. დაგვა). მთლიანობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში შენდება 191 კილომეტრიანი გაზის ქსელი, რაც მოიცავს 2848 ოჯახს.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics