21:31 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 11:12:10, 726 ნახვა

საზოგადოება
„საპარტნიორო ფონდი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პასუხობს

„საპარტნიორო ფონდი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პასუხობს.

როგორც „საპარტნიორო ფონდის“ განცხადებაშია ნათქვამი, ფონდი იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციის დადებით შეფასებას საპარტნიორო ფონდში მიმდინარე და დასრულებული პროექტების თაობაზე. კერძოდ, რომ „საპარტნიორო ფონდის” მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს”. თუმცა, კვლევაში გამოთქმულია შენიშვნები „საპარტნიორო ფონდის“ სამ პროექტთან დაკავშირებით, რომლებსაც ფონდში არი იზიარებენ.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ფონდი განმარტავს, რომ არც ერთ ოფშორულ კომპანიაში ფონდი ინვესტირებას არ აკეთებს. ნებისმიერი პროექტის დაფინანსების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პარტნიორისგან ადგილობრივი ერთობლივი კომპანიის დაფუძნება. ანალოგიურად, კომპანია Merrydow Development Holdings LTD-ს საქართველოში რეგისტრირებული ჰყავს შვილობილი საპროექტო კომპანია შპს „რუსთაველი ფროფერტი“, რომელიც ახორციელებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ის პროექტს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და პროექტის დაფინანსებაში ასევე ჩართულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კომპანიას ყველა შესაბამისი პროცედურა გავლილი აქვს. ამასთან, კანონმდებლობით, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობა შეზღუდული არაა. შეგახსენებთ, რომ კანონი არა თუ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანისთან პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ თავად ოფშორულ კომპანიასთან თანაპარტნიორობას არ კრძალავს. 

დასკვნაში გაჟღერდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახელი. „საპარტნიორო ფონდმა“ გადაამოწმა ინფორმაცია. მოგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე იყო „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის გიგანტი კომპანია „ელბიტ სისტემსის“ შვილობილი კომპანიისთვის ერთ-ერთი საოფისე ფართის გამქირავებელი კომპანიის, კერძოდ, „როიალ დეველოპმენტის ერთ-ერთი თანამფლობელი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია რა კავშირი შეიძლება ქონოდა მას საპარტნიორო ფონდთან. უფრო მეტიც, დასკვნაში მოხსენიებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მასთან მიმართებაში „საპარტნიორო ფონდთან“ რა კავშირზეა საუბარი კვლევაში მითითებული ასევე არ არის, არ არის მოყვანილი არგუმეტები, შესაბამისად, ეს შენიშვნაც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებერია.

რეკომენდაციაში ასევე მითითებულია, რომ საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ არასაკმარისი ინფრმაციაა განთავსებული. საპარტნიორო ფონდი განმარტავს, რომ ფონდის ვებგვერდზე ბიზნესის კომერციული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით სრული და დეტალური ინფორმიაცია იძებნება. მომართვის შემთხვევაში საპარტნიორო ფონდი ყველა დაინტერესებულ პირს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. მზად ვართ ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით. რაც შეეხება „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორი კომპანიების მიერ შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას. „საპარტნიორო ფონდი“ განმარტავს, რომ ერთობლივ კომპანიებში იგი როგორც წესი მინორიტარული წილით არის წარმოდგენილი (როგორც წესი საპარტნიორო ფონდი არ ფლობს საკონტროლო პაკეტს ერთობლივ კომპანიებში), შესაბამისად, აღნიშნული კომპანიები არ არიან ვალდებულები შესყიდვების დროს იხელმძღვანელონ სახელმწიფო შესყიდვების კანონის წესებით, თუმცა ფონდი სხვადასხვა მეთოდებით აღწევს შესყიდვების მაქსიმალურ გამჭირვალობას იქნება ეს ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა, ფასთა გამოკითხვა, ღია და დახურული ტენდერები თუ სხვა.

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ცნობილ ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩზე, „საპარტნიორო ფონდს“ არაერთი განცხადება გაუკეთებია, რომ „ჰუმანით ჯორჯიას“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინიციატივა, სწორედ ალექსანდრე მაშკევიჩს ეკუთვნის. პროექტის დაანონსების დღიდან ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაიაფება დაიწყო და ბაზრის დივერსიფიკაციის მცდელობამ თავისი შედეგი გამოიღო, რაც წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო. ცნობილი ბიზნესმენი ალექსანრე მაშკევიჩი ჩართულია პროექტში და ის აგრძელებს თანამშრომლობას“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

რაც შეეხება უჩა მამაცაშვილის საქმიანობას, „საპარტნიორო ფონდში“, განმარტავენ, რომ უჩა მამაცაშვილი ფონდში არ მუშაობს. 
„ჩვენთვის საამაყოა რომ იმ ფონდის საქმიანობაში რომელიც 5 მილიარდის აქტივებს ფლობს და სხვადასხვა დარგში ათეულობით პროექტს ახორციელებს, სხვა შენიშვნები არა გაქვთ. იმის გამო, რომ საპარტნიორო ფონდის საქმიანობა დიდ ინტერესს იწვეს, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ღონისძიებას, სადაც ფონდში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას“, - აცხადებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics