15:31 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 11:59:30, 656 ნახვა

პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი 
დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 
მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები დაიწყო.

იგი   სოფელ მეტეხის,  ხანდაკის,  გომისა  და  ნიაბის  მაცხოვრებლებს ესტუმრა.  საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მაჟორიტარობის  კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების, მათი  გადაჭრის  გზებისა  და  საქმიანობის პრიორიტეტულ  მიმართულებების  შესახებ  ისაუბრა. მათ შორის, ახალგაზრდების  დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარება,  საინვესტიციო  გარემოს  გაუმჯობესება,  სოფლის მეურნეობის,  კულტურისა და ხელოვნების  განვითარება. „მნიშვნელოვანია, სწრაფი ნაბიჯები  წინ, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს  ეკონომიკური  კეთილდღეობა  და  მე  ამ ყველაფერს  გავაკეთებ  ახალი  ძალით,  ენერგიით და თქვენთან  ერთად, ერთი სულისკვეთებით",-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics