03:19 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 13:47:19, 1866 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთი მიგრანტების შესაკავებლად სერბეთთან საზღვარზე მეორე ღობის აშენებას აპირებს

უნგრეთი მიგრანტების შესაკავებლად სერბეთთან საზღვარზე მეორე ღობის აშენებას აპირებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, მეორე ღობე უკვე არსებული ღობის გასწვრივ აშენდება, რაც მიგრანტებისგან საზღვარს უკეთესად დაიცავს. პრემიერი ამბობს, რომ განსაკუთრებული ზომების მიღება იმ შემთხვევისთვის არის საჭირო, თუ თურქეთი თავის მიგრაციულ პოლიტიკას შეცვლის.

ცნობისთვის, პირველი ღობე უნგრეთმა 2015 წელს აღმართა. თავდაპირველად ის მავთულხლართებს წარმოადგენდა, მოგვიანებით კი მავთულხლართებს ოთხი მეტრის სიმაღლის ღობე დაემატა. უნგრეთის მიერ სერბეთთან და ხორვატიასთან საზღვარზე აღმართულმა კედელმა ბალკანეთის მარშრუტით მიმავალი მიგრანტების ნაკადი მნიშვნელოვნად შეამცირა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics