23:30 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 13:54:05, 953 ნახვა

საზოგადოება
აქციზის ზრდის პარალელურად თამბაქოს მოხმარება იზრდება

ბოლო 3 წელიწადში, 2013 წლის 1 სექტემბრიდან მოყოლებული, თამბაქოს პროდუქტებზე, როგორც ფილტრიან ისე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა 4-ჯერ მოხდა, შედეგად ამ პერიოდში სიგარეტის საცალო რეალიზაციის ფასი გაორმაგდა. მიუხედავად ამისა გადასახადის განაკვეთის ზრდამ და თამბაქოს გაძვირებამ სიგარეტის მოხმარების შემცირება არ გამოიწვია.

თამბაქოზე აქციზი ბოლოს მიმდინარე წლის დასაწყისში გაიზარდა. 2016 წლის 1 იანვრიდან სააქციზო განაკვეთი ფილტრიან სიგარეტზე (20 ცალი) 0,20 ლარით გაიზარდა და 1,10 ლარი შეადგინა, ხოლო უფილტრო სიგარეტზე (20 ცალი) — 0,05 თეთრით და 0,30 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 5-დან 10%-მდე გაიზარდა პროპორციული განაკვეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის (20 ცალი) აქციზზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოში სიგარეტზე აქციზის გადასახადის ე. წ. „შერეული სისტემა“ ამოქმედდა. აქციზი თამბაქოს ნაწარმზე როგორც რაოდენობითა და წონით, ასევე საცალო გაყიდვის ფასის შესაბამისად განისაზღვრება.

ე.წ. „შერეული სისტემის“ თანახმად ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის მთავრობის მიერ დადგენილი %-ის ჯამი. 

მთავრობამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი პირველად 2013 წლის 1 სექტემბერს გააძვირა. ერთ ყუთი ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრიდან 75 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო უფილტრო სიგარეტზე აქციზის არსებული განაკვეთი - 15 თეთრიდან 20 თეთრამდე. მას შემდეგ კიდევ 3-ჯერ მოხდა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გადასახადის ზრდა. ამასთან, 2015 წლიდან აქციზის გადასახადის პროპორციული განაკვეთი შემოვიდა და ის ერთი კოლოფი სიგარეტისთვის 5%-ით განისაზღვრა, თუმცა ერთ წელიწადში გაორმაგდა და დღეისათვის ის 10%-ს შეადგენს.

შედეგად, ბოლო 3 წელიწადში ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრიდან 1,10 ლარამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე  - 15 თეთრიდან 30 თეთრამდე გაიზარდა. ანუ, არსებული აქციზის გადასახადის განაკვეთი გაორმაგდა და ამას დაემატა ახალი პროპორციული აქციზის განაკვეთი, რომელიც 10%-ს უტოლდება.  

გადასახადის გაზრდის მიზანიად თამბაქოზე კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, შედეგად ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება სახელდება. თუმცა, თუ გადავხედავთ რა შედეგები მივიღეთ აქციზის გადასახადის ზრდით დავრწმუნდებით, რომ თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების იდეით განხორციელებულმა პოლიტიკამ სულ სხვა შედეგები მოიტანა. 

საქათველოში მწეველთა რაოდენობის ყოველწიური სტატისტიკა სამწუხაროდ არ წარმოებს, თუმცა მოხმარების რაოდენობის გაგება რეალიზებული სიგარეტის ოდენობით შეგვიძლია დავინახოთ. ბოლო წლებში საქართველოში თამბაქოს იმპორტი ყოველწლიურად იზრდება.  მხოლოდ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით მცირე კლება დაფიქსირდა. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოში 55,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სიგარეტები შემოვიდა, რაც 3,5 მლნ. დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო თუ 2012 წლის მონაცემებს (სანამ სიგარეტზე აქციზის გადასახადის ყოველწლიური ზრდა დაიყებოდა) შევადარებთ 2015 წლისას დავინახავთ, რომ თამბაქოს იმპორტი 15%-ითაა გაზრდილი. ანუ, ბოლო 3 წელიდაში აქციზის გადასახადის გაორმაგებამ, შედეგად საცალო სიგარეტის ფასის ორჯერ ზრდამ მოხმარება კი არ შეამცირა, არამედ პირიქით გაზარდა. 

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიგარეტზე გადასახადების ზრდა ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირებას არ იწვევს ან მინიმალურ ზეგავლენას ახდენს. ეკონომისტებმა იციან, რომ სიგარეტი ფასის მიმართ არალერევანტური პროდუქტია და მისი გაძვირება, მოხმარების შემცირებას კი არ იწვევს, როგორც ეს სხვა პროდუქციის შემთხვევაში ხდება, არამედ მწეველი, რომელსაც გაძირებული სიგარეტის ყიდვა ურთულდება უფრო ცუდი ხარისხის თამბაქოს მოხმარებაზე გადადის.

ამიტომ, თუ ჩვენ რეალურად გვინდა მწეველთა რაოდენობის შემცირება, ეს უნდა მოხდეს საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი პოლიტიკის განხორციელებით, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა და არა პროდუქციის გაძვირებით, რაც წინასწარ ცნობილია, რომ შედეგს არ მოიტანს. აქციზის გადასახადი, როგორც „დღგ“ არაპირდაპირ გადასახადებს მიეკუთვნება და მისი გადახდა მომხმარებელს უწევს. შედეგად გაზრდილი აქციზის გადასახადის დაფინანსება ისევ და ისე რიგირთ მომხმარებელს უწევს საკუთარი ჯიბიდან. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics