02:30 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 13:57:57, 703 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს ავსტრიის რესპუბლიკის პირველმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, დღეს რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელები ავსტრიის რესპუბლიკის პირველმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არად ბენკომ გადასცა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღინიშნა თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა, რომლის თაობაზეც საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის, ჯერ კიდევ, 2015 წლის მაისში, საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტისას შედგა.

მხარეებმა ხაზი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს. 

თავის მხრივ, არად ბენკომ კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics