15:40 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 14:41:02, 677 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს ბელარუსის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, დღეს, ბელარუსის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუს დიპლომატთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველო - ბელარუსის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა თბილისში საელჩოს გახსნის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების ერთერთი შედეგია.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული ინტენსიური ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

თავის მხრივ, მიხაილ მიატლიკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის პირველი ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics