05:32 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 14:59:35, 603 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ექიმთა მეორე ჯუფი პოლონეთში გადამზადების კურსს გადის
აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის 2015-2016 წლების სამუშაო პროგრამის ფარგლებში, აჭარის ონკოლოგიური ცენტრის ორი მედიკოსი, სპეციალიზებული ტრენინგ-კურსის გასავლელად პოლონეთში იმყოფება. ტექნიკოსი გურამ შენგელია და ფიზიკოსი რევაზ თურმანიძე ტრენინგ-კურსს მარია სლკადოვსკაკიურის ონკოლოგიური ცენტრის რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტეში გადიან. მდიკოსები სილეზიაში 16 აგვისტოს გაემგზავრნენ და სამშობლოში 29 აგვიტოს დაბრუნდებიან. მიმდინარე წლის ივლისში მარია სლკადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრში გადამზადების კურსი აჭარის ონკოლოგიის ცენტრის კიდევ სამმა მედიკოსმა გაიარა. აღნიშნული პროექტების განხორციელების საკითხზე შეთანხმება სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან 2016 წლის აპრილში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის ვიზიტის დროს შედგა. აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2017 წლის ზაფხულში, კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ქ-ნი ოლა გიბელისა და მისი მეუღლის ვიზიტი ქ. ბათუმში. სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2015 წლის აგვისტოს თვეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი და ექიმი-ლაბორანტი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ. გადამზადების 2-კვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. 2011–2013 წლებში პოლონეთში სილეზიის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი. 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი. (NS)


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics