18:39 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 15:05:53, 651 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე: სამარცხვინოა, რომ საერთოდ ისმება კითხვა, უნდა ვესაუბროთ თუ არა რუსეთს

დედამიწაზე არ ვიცი სხვა სახელმწიფო,სადაც პოლიტიკოსები სერიოზულად ილაპარაკებენ, რომ სახელმწიფოს, რომელიც არის ბირთვული სახელმწიფო, არის შენი მეზობელი და, რომლის ჯარებიც განლაგებულია შენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ, უნდა ესაუბრო, თუ არ უნდა ესაუბრო; , ამაზე სერიოზულ ხალხში კითხვა არ ისმება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძემ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების თემაზე ისაუბრა.

მისივე აზრით,  სამარცხვინოა, რომ საერთოდ ისმება კითხვა, უნდა ვესაუბროთ თუ არა რუსეთს.

„ჩვენ რომ გვესაუბრა, ფართომასშტაბიანი დიალოგი დაგვეწყო რუსეთთან, ჯერ ერთი, დარწმუბული ვარ, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, მათ შორის არ იქნებოდა არც აღიარება. გარდა ამისა,  ბოლო წლები რომ გამოყენებულიყო ეფექტურად, ჩვენ რამდენიმე ნაბიჯს მაინც წინ გადავდგამდით აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარების კუთხით. მინდა, კითხვა დავუსვა ხელისფლებას, ოთხი წელი გადის, რა გააკეთა ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ ტუვალუმ უკან წაიღო აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარება, რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც წინ გადაედგა ამ პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.   




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics