15:38 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 15:19:52, 1741 ნახვა

მსოფლიო
შტაინმაიერი ევროპაში შეიარაღების კონტროლის გაძლიერების ინიციატივით გამოდის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ევროპაში იარაღის კონტროლის შესახებ ახალი შეთანხმენის გაფორმების ინიციატივით გამოვიდა, - ამის შესახებ გერმანიის მთავარმა დიპლომატმა გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, არსებობს საშიშროება, რომ ევროპაში შეიარაღების ახალი რბოლა დაიწყოს.

მისივე განმარტებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ევროპაში უსაფრთხოების მთავარი პრინციპები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ყირიმის ანექსიის შემდეგ გაჩნდა კონფრონტაციის ახალი ფორმები და გაიზარდა ახალი ტექნოლოგიების როლი.

შტაინმაიერის თქმით, საჭიროა შეიარაღებაზე კონტროლის ახალი ზომების ამოქმედება.

ფრანკ-ვალტერ შტაინამიერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობებში საჭიროა დაშინების პოლიტიკის დიალოგთან შეთავსება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics