11:23 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 15:55:19, 464 ნახვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

როგორც რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აცხადებენ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოცხადებული მოულოდნელი შემოწმება „სამხრეთ ოსეთში“ დისლოცირებულ ათასამდე სამხედროს შეეხო.

მათივე ინფორმაციით, მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში რუსული ბაზის ქვედანაყოფების გარდა ჩართულია შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 200-მდე ერთეული. 

გეგმის თანახმად, ძარწემის პოლიგონზე, მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო და სადაზვერვო ქვედანაყოფები ჩაატარებენ ტაქტიკუს ღონისძიებებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიერაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, 25 აგვისტოდან 31 აგვისტომდე რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება მოყვანილი. 

ცნობისთვის, რუსეთში დაწყებული შემოწმება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics