08:13 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 16:04:50, 626 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის ა.რ მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც განსახილველად გამოტანილი იყო 12 საკითხი. 

მთავრობის სხდომა აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა და რეგიონისათვის მნიშვნელოვანი მიმდინარე საკითხების მიმოხილვის შემდეგ სიტყვა აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრს ლაშა კომახიძეს გადასცა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლად განვითარების რეგიონული სტრატეგიის შემმუშავებელი საბჭოს შექმნის შესახებ" ისაუბრა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება რეგიონში საერთაშორისო პროექტების (EMPARD 2 – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა) წარმატებით განხორციელების საქმეში. საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს. ცვლილების თანახმად კომისიის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე დაემატება. ასევე გაიზარდა სააბჭოს მიზნები და ამოცანები.

 

შემდეგი მომხსენებელი იყო აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რომელმაც რეგიონში უკვე მიმდინარე საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრა. 

„ახალციხე-ბათუმის" 220 კილოვატიანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა ნადიმ ვარშანიძემ და ტარიელ ებრალიძემ.

დღევანდელ სხდომაზე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიეცა თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კურორტ ბეშუმში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების და სოფელ ვერნებში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის შესახებ. 

დღესვე, მთავრობის სხდომაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოსათვის" თანხმობის მინიჭება ელექტრონული აუქციონის ფორმით მერქნული რესურსის გაცემასთან დაკავშირებით და სხვა მიმდინარე საკითხები.

(NS)

 








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics