10:17 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 16:07:45, 596 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღლონტი: მოვუწოდებ მცხეთელებს, უარი უთხრან მხარდაჭერაზე ბატონ ხუნდაძეს

"მოვუწოდებ მცხეთელებს, უარი უთხრან მხარდაჭერაზე ბატონ ხუნდაძეს" - ამის შესახებ განცხადებას პარტია „რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი ავრცელებს.

ირაკლი ღლონტის განცხადებით, ხუნდაძის პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ვერ შეასრულა დაპირებების 90% და დღემდე სანახაობის მეტს ვერაფერს სთავაზობენ მოსახლეობას. ღლონტი განცხადებაში მოუწოდებს მცხეთის მოსახლეობას, უარი უთხრან მხარდაჭერაზე ხუნდაძეს და ამით ისინი გააფრთხილებენ ყველა ჩინოვნიკს, რომელიც უპასუხისმგებლოდ ეკიდება საქმეს და 4 წელიწადში ერთხელ ახსენდება მოსახლეობა.

“არ მესმის რა პირით უნდა წარსდგეს დიმიტრი ხუნდაძე მცხეთელებთან, როცა მისმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ვერ შეასრულა დაპირებების 90% და დღემდე სანახაობის მეტს ვერაფერს სთავაზობენ მოსახლეობას. მჯერა მცხეთელები მხარდაჭერაზე უარს ეტყვიან კანდიდატს, რომლის წარმდგენმა პარტიამ მთელი 4 წლის მანძილზე ნაციონალურ მოძრაობასთან არაფრისმთქმელი სანახაობრივი დაპირისპირების პოლიგონად აქცია ქვეყანა და როცა დასჭირდათ შეხმატკბილებული, კოჰაბიტაციურ რეჟიმში განვლეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. მე დიმიტრი ხუნდაძესთან პერსონალური პრეტენზია მაქვს, ეს ეხება საკმაოდ გახმაურებულ საქმეს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია მის უპასუხისმგებლობასთან. საზოგადოებას კარგად ახსოვს ჩვენი პოლიტიკური პარტიის აქტივობები ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია, როცა მთელი საზოგადოება შეშფოთებული იყო ქვეყნის მასშტაბით არნახული უკანონობის გამო, ჩვენ ჩავატარეთ არაერთი ექსპერიმენტი, უშუალოდ ჩემი მითითებით ჩემმა თანამშრომლებმა ფარულად ჩაწერეს რამდენიმე აფთიაქი, საიდანაც ყოველგვარი ნებართვის და რეცეპტის გარეშე ხდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია, აფთიაქებისთვის სულ ერთი იყო ვინ იყო მყიდველი, არასრულწლოვანი, ორსული გოგონა თუ მოხუცი. ფარული გადაღებების და უკანონობის ბრიფინგებზე მხილების შემდეგ სააფთიაქო ნარკომანიის უკან მდგარმა მაფიოზებმა ჩვენი დაშინებაც კი გადაწყვიტეს, პირს, რომელმაც ჩემი დავალებით გადაიღო უკანონობის ფაქტი საცხოვრებელი ბინა გაუქურდეს და დღემდე გამოძიებული არ არის ეს დანაშაული. დანაშაული მოხდა ბრიფინგიდან 2 დღეში და ქურდობა ორგანიზებულია მაღალ დონეზე, სახლიდან დღის საათებში გატანილია 200 კილოგრამიანი სეიფი, სადაც ლეგალურად ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღები და სხვა ძვირფასეულობა. ამის შემდეგ 2015 წლის 11 დეკემბერს ჩვენ საკანონმდებლო წინადადებით მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და მოვითხოვეთ ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა. პარლამენტს დასაბუთებულად ვაცნობეთ, რომ სააფთიაქო ქსელებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, აგრეთვე ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების უკანონო რეალიზაცია, რომელიც არსებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, მათ უსაფრთხოებას და მოქალაქეთა ჯანმრთელობას.

რამდენიმე თვის შემდეგ ჩაინიშნა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა დიმიტრი ხუნდაძე. კომიტეტს ავუხსენი, რომ საქმე გვქონდა მაფიოზურ კლანურ სისტემასთან და დაუყონებლივ უნდა განხორციელებულიყო სანქციების გამკაცრება, როგორც ერთადერთი საპრევენციო საშუალება თაობების გადასარჩენად. ჩვენ კომიტეტის ყველა წევრს დასაბუთებულად განვუმარტეთ, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არალეგალური ვაჭრობა მიმდინარეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, და ეს მედიკამენტები გაცილებით მეტ ფატალურ შედეგს იწვევდა ვიდრე ის ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელსაც ჩვენი წინა თაობა მოიხმარდა ინტრავენურად. კომიტეტს ავუხსენით, რომ ამ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა საფრთხის ქვეშ აყენებდა ათასობით ახალგაზრდას, რომლებსაც უნადგურდებოდა ფსიქიკა და ეს პირდაპირ ავლენდა თავს კრიმინალური ფაქტების სიხშირეზე. მაშინ, როცა სახელმწიფო საუბრობს ოჯახურ ძალადობაზე, ჩვენ დასაბუთებულად, მეცნიერული მიდგომით დავასაბუთეთ, რომ ოჯახური ძალადობის და სუიციდის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ მედიკამენტების ხშირი მოხმარებაა. კომიტეტს ავუხსენით, რომ ავტოსაგზაო უბედური შემთხვევების უკან ისევ და ისევ ამ მედიკამენტებთან გვიწევს მისვლა, რადგან საპატრულო პოლიცია ვერ ახდენს ამ საშუალებებით ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირების საქნციონირებას, რადგან სანქციები უბრალოდ არ არსებობს და ვერც იდენტიფიცირება ხდება მძღოლის მდგომარეობის, რადგან ალკოტესტი ამას ვერ უზრუნველყოფს.

არსებობს ჩანაწერები, სადაც ბატონი ხუნდაძე მთხოვდა დამესახელებინა მაფიოზები, რომლებსაც ვადანაშაულებდი ამ უკანონობის ლობირებაში, მაშინ კორექტული ვიყავი პატივი ვეცი დამსწრე საზოგადოებას და მედიას, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, ყველა ის პირი, რომელიც ვალდებული იყო ეზრუნა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე და ეს მათ არ გააკეთეს ყველა სავარაუდო დამნაშავე პირია, შესაბამისად ბატონი ხუნდაძე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადება არ განხილულიყო პარლამენტში და არ მომხდარიყო სანქციების გამკაცრება ჩემი შეფასებით ნებით თუ უნებლიედ არის იმ კლანის მონაწილე წევრი, რომელიც ამ უკანონო ვაჭრობით და ახალგაზრდების სიცოცხლისა და ჯანმრთელების მოსპობის ხარჯზე აგროვებდა კაპიტალს.

მოვუწოდებ მცხეთელებს, უარი უთხრან მხარდაჭერაზე ბატონ ხუნდაძეს, ამით, ჩვენ გავაფრთხილებთ ყველა ჩინოვნიკს, რომელიც უპასუხისმგებლოდ ეკიდება საქმეს და 4 წელიწადში ერთხელ ახსენდება მოსახლეობა. დავამკვიდროთ ეს პრაქტიკა და ვიზრუნოთ სამართლიანობისთვის”- ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics