11:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 16:24:26, 711 ნახვა

პოლიტიკა
აბესაძე საკრებულოს დეპუტატებს მიმართავს, ნარმანიას გადაყენების მოთხოვნის საკითხი დააყენონ

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე საკრებულოს დეპუტატებს ნარმანიას გადაყენების მოთხოვნის დაყენებას სთხოვს.

როგორც ირაკლი აბესაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, დავით ნარმანია არის იმ უწყების ხელმძღვანელი, სადაც კორუფცია ყვავის.

„ბატონო დავით, ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მიზეზი არსებობდა, რომ თქვენთვის უნდობლობა გამოგვეცხადებინა. თქვენ ხართ თბილისის მერი, რომელმაც მინისტრობის განმავლობაში შეაჩერეთ შემოვლითი რკინიგზის პროექტი და სხვა. თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, სადაც კორუფცია ყვავის, სადაც ყველაფერს აკეთებთ, რათა ივანიშვილის ინტერესები დაკმაყოფილდეს. სუს-ის პირდაპირი მმართველობა მერიაში, კონკურსში ჩაჭრილი ნათესავების დასაქმება. მაგრამ ამ ყველაფერში თქვენ გადაწყვეტილებას არ იღებდით. მათ შორის არც გადადგომის შესახებ. ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ვინც კმაყოფილია თქვენი მერობით. აგერ მე თქვენ მაინც მოგმართავთ გადადგომის მოთხოვნით. მე მაინც შეგახსენებთ თქვენს გამონათქვამებს. მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს შემოგვიერთდნენ”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

სევდია უგრეხელიძემ ნარმანიას თმენის ვალდებულება შეახსენა და განმარტა, რას ნიშნავს თმენის ვალდებულება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics