15:43 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 17:55:02, 786 ნახვა

საზოგადოება
დიღმის მასივში დაზიანებული წყლის მილები შეიცვლება

დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-2 კორპუსის მცხოვრებლებს მალე გამართული წყალმომარაგების სისტემა ექნებათ.

დიდუბის რაიონის გამგეობისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთობლივი მუშაობის შედეგად რამდენიმე დღეში დასრულდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, ამის შემდგომ კი კომპანია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას დაიწყებს.

შეთანხმების შედეგად, კომპანია აღნიშნულ მისამართზე სრულად შეცვლის წყალსადენის მილებს, დიდუბის რაიონის გამგეობა კი ასფალტის ახალ საფარს დააგებს. სამუშაოების დასრულების შემდგომ მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება.

დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია დღეს მოსახლეობას გააცნეს.

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-2 კორპუსთან უკვე შეცვალა კანალიზაციის მილები, მილების გაუმართაობა მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics