10:36 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 17:59:13, 645 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ბეგაძე მე-17 მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის 30-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მე-17 მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ბეგაძე ადგილობრივების პრობლემებს  გაეცნო და მათ სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. ძირითად მიმართულებად  სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება განისაზღვრა.  

„ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ, რუსთაველები ვცხოვრობდეთ თანამედროვე ქალაქში. ამისთვის,  პირველ რიგში, ვნერგავთ ამომრჩეველსა და მაჟორიტარს შორის ურთიერთობის საუკეთესო სტანდარტს. ეს შეხვედრაც  ემსახურება იმას, რომ მოვუსმინოთ ამომრჩევლებს, მათ გადაუჭრელ საკითხებს, ინიციატივებს",-განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმითვე, მისი მთავარი გამოწვევაა, რუსთავში შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უზრუნველყოფს.

მოსახლეობასთან შეხვედრები რუსთავის 30-ე საარჩევნო ოლქში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics