18:01 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 19:14:54, 818 ნახვა

საზოგადოება
ელისაშვილი ნარმანიას: ადექი და დაწერე განცხადება, შეინარჩუნე შენი რეპუტაცია

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას თანამდებობიდან წასვლას და რეპუტაციის შენარჩუნებას ურჩევს.

საკრებულოს დეპუტატი დავით ნარმანიას სიმართლის აღიარებისკენ მოუწოდებს.

„თქვენ თქვით, რომ გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი მივიდა ადგილზე და ნახა, რომ ხეები გამხმარი იყო, რა გამოდის, რომ ხეების ბრალი იყო? რა გავაკეთოთ ახლა? მივიდეთ დავაწებოთ ეს ხეები და თავიდან გადავხერხოთ? არც მერად დაბადებულხართ და არც მე დავბადებულვარ დეპუტატად. რას ლაპარაკობ, საღ-სალამათი ხეები მოჭერით, წიწვები ჰქონდა და გირჩები.

გაბედე და თქვი სიმართლე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მეც გიხდი ბოდიშს ვირიშვილო მაიმუნოს რომ გეძახდი, ადექი და თქვი სიმართლე. მიიღე გადაწყვეტილება. ამ ქალაქში არ უნდა იარო? ადექი და დაწერე განცხადება, შეინარჩუნე შენი რეპუტაცია“, - განაცხადა ელისაშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics