10:44 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 19:30:11, 1668 ნახვა

მსოფლიო
სირიის ბლოკირებულ ქალაქ დერაიადანში ხალხის ევაკუაცია დაიწყო

სირიის ქალაქ დერაიადან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ოპოზიციის შეიარაღებული ფორმირებების ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA იუწყება.  

მედია საშუალებსი ინფორმაციით, ალყაში მოქცეული ქალაქიდან ხალხის ევაკუაციის შესახებ შეთანხმებას სირიის სამთავრობო ძალებმა და ამბოხბეულებმა 25 აგვისტოს მიაღწიეს.

ბლოკირებული დასახლებიდან ხალხი ავტობუსებით და სატვირთო მანქანებით, ორგანიზაცია "წითელი ნახევარმთვარის" სასწრაფო დახმარების მანქანების თანხლებით გაჰყვათ.

სხვადასხვა მონაცემებით, ქალაქში 4-დან 8 ათასამდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის ათასამდე შეიარაღებული ამბოხებული.

სირიის ხელისუფლების განცხადებით, 700 მებრძოლს იდლიბის პროვინციაში ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რაიონებში მას შემდეგ გადაიყვანენ, რაც ისინი მძიმე და საშუალო შეიარაღებას ჩააბარებენ. მშვიდობიან მოქალაქეებს კი დამასკოსა და მის შემოგარენში დევნილთა ბანაკებში განათავსებენ.

ცნობისთვის, ქალაქი დერაია სამთავრობო ძალების ალყაში 2012 წლიდან იმყოფება. ადგილობრივი მოსახლეობა საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტს განიცდის. დასახლება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეზიდენციიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics