06:17 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 19:56:02, 427 ნახვა

მერიამ ხეების მოჭრის გამკაცრებასთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა

თბილისის მერიამ ხეების მოჭრის გამკაცრებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საკომპენსაციო რგვებს და გარემოზე მიყენებული ზარალის კომპენსაციაზე ცვლილებების განხორციელებას.

„პარლამენტს მივმართეთ ინიციატივით, რომ ხეების მოჭრის შემთხვევაში განხორციელდეს უფრო სერიოზული საკომპენსაციო ღონისძიებები. ასევე მივმართეთ ბუნდოვანი დებულებების და ნორმების განმარტებებთან დაკავშირებითაც. ამ თვალსაზრისით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და მზად ვართ დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელოთ აღნიშნულ თემებზე მუშაობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics