13:56 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 21:15:58, 782 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი

"ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ის სიტუაციაა, როდესაც ზედმეტი სიტყვები საჭირო არ არის. მისივე განცხადებით, "ჩვენ ნამდვილად პირველები ვართ, რადგან გვყავს ასეთი ანთებული, ასეთი პატრიოტული გუნდი".

”მინდა გითხრათ, რომ მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით. ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი. არ მინდა, გამოვყო არავინ, რადგან ერთი ამოსუნთქვით, სულშეკავებული უყურებდა მთელი საქართველო თითოეული თქვენგანის ასპარეზობას. ყველამ დაინახა, რამხელა ენერგია ჩადეთ თქვენ ამ ყველაფერში და მინდა, სულითა გულით მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი გამარჯვება. მინდა, მივულოცო თქვენს მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მინდა, ჩვენი სახელით გითხრათ, რომ ჩვენ ეს უდიდესი ვალდებულების გრძნობით გვავსებს, იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ასეთი წარმატებული, როგორიც წელს არის. აქ იყო მთელი გამოთვლები, რომელ ადგილზე გავედით ქვეყნის ჩათვლით, შემდეგ დათვალეს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, შემდეგ - სხვა პარამეტრებით. ხან მეშვიდე ადგილზე გამოვედით, ხან - მერვეზე, ხან უფრო ქვევით. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად პირველები ვართ, რადგან გვყავს ასეთი ანთებული, ასეთი პატრიოტული გუნდი და თქვენ, ჩემო მეგობრებო, მართლაც ხართ სულიერი და ფიზიკური სიმტკიცის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, თქვენ მთელს საქართველოსთან ერთად, კიდევ უამრავი წარმატება და გამარჯვება გელით”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატებები უსურვა პარაოლიმპიელებს, რომლებიც სექტემბერში იასპარეზებენ.

"დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი შემართებით მთელი საქართველო თქვენც გიგულშემატკივრებთ. გილოცავთ, გილოცავთ და კიდევ გილოცავთ. უამრავი მადლობა ყველა ჩვენგანისგან თითოეულ თქვენგანს", - მიმართა პრემიერმა ქართველ ოლიმპიელებს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics