16:34 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 21:48:11, 735 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია: ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაში თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი განიხილება, ჭორია

"ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაში თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი განიხილება, ჭორია" - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

მისი განცხადებით, "როცა ქალაქის მმართველობიდან წავალ, ამ ქალაქში დავტოვოთ მეტი ახალი საბავშვო ბაღი, იყოს მეტი ახალი გზა და გზებზე ახალმა ევროპულმა ავტობუსებმა იარონ, დაირგოს მეტი ხე და იყოს უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა".

“2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ოპოზიციას არანაირი საფუძველი არ აქვს, ჩემი გადადგომა მოითხოვოს. შესაბამისად, მე ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომელსაც აქტიური მუშაობა სჭირდება. ვაპირებ, მაშინ, როცა ქალაქის მმართველობიდან წავალ, ამ ქალაქში დავტოვოთ მეტი ახალი საბავშვო ბაღი, იყოს მეტი ახალი გზა და გზებზე ახალმა ევროპულმა ავტობუსებმა იარონ, დაირგოს მეტი ხე და იყოს უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა”, - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში, თბილისში 560 000-ზე მეტი ხე დაირგო.

“ამ დროისთვის 560 000-ზე მეტი ხეა დარგული. გახარების მაჩვენებელი, მინიმუმ, 80%-ია. თუმცა, კონტრაქტორ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რომ შემხმარი ხეები ჩაანაცვლონ. მათ ხეების სამწლიანი მოვლა-პატრონობის ვალდებულება ექნებათ. კომპანიებმა შესაბამისი ტერიტორია უნდა გააფხვიერონ და წლის განმავლობაში, ხეები მინიმუმ 20-ჯერ უნდა მორწყონ. შემოდგომაზე 80 000-მდე ხის დარგვას ვფიქრობთ, რისთვისაც, ტენდერი უკვე გამოცხადებულია”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და, რომლებიც მერის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

“არსად, არასდროს არ მომხდარა, რომ ქალაქის მერს 100%-იანი ნდობა ჰქონდეს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა ეთანხმებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ იმ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც ვაშენებთ, თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა ყველას აქვს. განსხვავებულ აზრს პატივს ვცემთ და ბევრჯერაც გაგვითვალისწინებია”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიჟვაძე - სოციალური პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას
რიჟვაძე - 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
ბათუმი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლით და საცურაო აუზით უმასპინძლებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics