21:31 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 10:08:29, 752 ნახვა

პოლიტიკა
დღეს საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები ეწვევიან

დღეს საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები დუნკან ჰანტერი და მარკ სენფორდი ეწვევიან.

როგორც ”ექსპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კონგრესმენები პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდებიან.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, წინასაარჩევნო გარემოს, ასევე თბილისში გამართული შეხვედრებისას საუბარი შეეხება საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ა.შ.
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics