11:47 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 10:28:38, 1281 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა დიდი რაოდენობით ყავის ფასლიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი რაოდენობით ყავის  ფასლიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, შპს ,,რიჩი“-ს ხელძღვანელები, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით და ყავის მოცულობის და წონის გასაზრდელად, ურევდნენ ამავე ქარხანაში, მათ მიერ დაფქვილი ბარდას ფხვიერ მასას. აღნიშნულის შემდეგ აფასოებდენ 100-გრამიან, 500-გრამიან და სხვა, უფრო დიდი ზომის პოლიეთილენის ქილებში და მათ რეალიზაციას მოატყუებით, თითქოსდა მათი წარმოებული პროდუქტი იყო 100%-ით ნატურალური ყავა,  ახდენდნენ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სხვადასხვა მაღაზიებსა და ფიზიკურ პირებზე. 

აღნიშნული ფალსიფიცირებული ყავის რეალიზაცია ასევე დაფასოების გარეშე ხდებოდა, წონით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.

საგამოძებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დიდი რაოდენობით უვარგისი ყავა და ბარდას მარცვლებია ამოღებული. ასევე დაფასოებისათვის საჭირო პოლიეთილენის ქილები და ეტიკეტებია ამოღებული

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics