20:17 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 12:29:31, 1574 ნახვა

მსოფლიო
დონეცკში, სამხედრო კომისარიატის შენობასთან აფეთქება მოხდა

დონეცკის ოლქში, კიროვის რაიონში სამხედრო კომისარიატის შენობასთან აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

მაღალჩინოსანის თქმით, აფეთქება კუპრინის ქუჩაზე მოხდა, რის გამოც შენობის პირველ საფრთულზე ფანჯრის მინები დაზიანდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

მისივე განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. გარემოებების გასარკვევად ინციდენტის ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 25 აგვისტოს, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ მის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. როგორც ზახარჩენკო აცხადებს, ბომბის აღმოჩენის გამო,  ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics