05:10 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 14:41:01, 1260 ნახვა

სამართალი
კობახიძე: ის რაც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ხდება, მძიმე სანახავია

ჩნდება ეჭვები, რომ გიორგი პაპუაშვილს არ აქვს უმრავლესობა სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად და ამიტომ არ ტარდება პლენუმის სხდომა, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის რაც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ხდება, მძიმე სანახავია. 

”ვიცი, თუ რა არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის ერთგვარი მწვერვალი იურისპრუდენციის იმ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც თავს იყრიან ის მოსამართლეები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი განსაკუთრებული რეპუტაციით, კვალიფიკაციით და საქმის პატივისცემით. 2012 წლამდე ეს ორგანო ძალიან პასიური იყო და 2012 წლის შემდეგ გააქტიურდა. ამ ყველაფერს ერთი და იგივე საფუძველი აქვს - კონკრეტული მოსამართლეები დაქვემდებარებული არიან პოლიტიკურ კონიუნქტურას. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ ბოლო პროცესებზე, რაც შეეხება სარჩელის შეცვლას, შეიცვალა სარჩელი და ეს შეიცავს მძიმე გადაცდომის ნიშნებს. ამ შემთხვევაში დაირღვა კანონი”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება.

კობახიძის განმარტებით, მძიმე გადაცდომას წარმოადგენს 23 აგვისტოს მომხდარი შემთხვევაც.

”ჩნდება კონკრეტული ეჭვი, რომ გიორგი პაპუაშვილი დარწმუნდა, რომ მას არ ჰქონდა უმრავლესობა, რაც საშუალებას მისცემდა, რომ მისთვის სასარგებლო დასკვნა დაფიქსირებულიყო პლენუმის მიერ და ამის გამო მოხდა პლენუმის სხდომის ჩაშლა. ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადოს, მისი გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებების მიერ განახორციელოს ზეწოლა ამ მოსამართლეებზე, რათა შეძლოს რაიმე ფორმით მათი სასურველი დასკვნის მიღება. მე ეჭვი მეპარება ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს შეძლოს, თუმცა რისკი არსებობს”, - აღნიშნა პარტიის მდივანმა. 


 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics