2016-08-27 14:55:20, 895 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური ივანიშვილს: ქართული საქმე აკეთე, უარი თქვი პროდასავლურ, პრორუსულ ძალებზე
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, თავისი ქონება სულ რომ გადაუფორმოს იან კელის, მემკვიდრეობის გარეშე რომ დატოვოს შვილები და ბერად აღიკვეცოს, დასავლური ძალები და ”ნაციონალები” მაინც არ მოასვენებენ, - ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, მეჭიაურმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, „ ქართული საქმე გააკეთოს“, უარი უთხრას პროდასავლურ, პრორუსულ ძალებს და დაიკავოს ეროვნული პოზიცია. მე მინიშნებები უკვე გავაკეთე და თუ არ შეწყვეტენ მარგინალობას, მათ გამოვააშკარავებ. მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლური ძალების მძევალია და აქედან მივმართავ, რომ არათუ მხარდაჭერა გამოუცხადოს ”ქართულ ოცნებას”, არამედ თავისი ქონებაც რომ გადაუფორმოს იან კელის და მემკვიდრეობის გარეშე დატოვოს შვილები, ისინი მაინც არ მოასვენებენ, „ნაციონალები“ მაინც არ მოასვენებენ და ქართულ საქმესაც ვერ გააკეთებს”, - განაცხადა მეჭიაურმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|