15:53 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 16:01:35, 1377 ნახვა

ეკონომიკა
მარტვილში მავნებლების წინააღმდეგ ქიმიური წამლობა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში მავნებლის - ბზის ალურას წინააღმდეგ მიმდინარე წამლობის ღონისძიებას დაესწრო. 

როგორც ”ექსპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ახორციელებენ. 

მათივე ცნობით, 1000 ჰა ფართობი თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და შესხურებით დამუშავდება, რაც გარემოსთვის უსაფრთხოა. 

”საშიში მავნებლები მნიშვნელოვნად აზიანებენ მწვანე საფარს. შესაბამისად, პრევენციულ ღონისძიებებს და მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში დროულ რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დროულად განხორციელებული ფიტოსანიტარიული ღონისძიებების შედეგად, მოხერხდა უნიკალური ჯიშის კოლხური ბზის გადარჩენა, რომელიც ფაქტობრივად განადგურების პირას იყო”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლების საწინაააღმდეგო ღონისძიებებს მიზნობრივი ქვეპროგრამის - „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ახორციელებს.

”მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბზის ალურას, ამერიკული თეთრი პეპელას და არაფარდი პარკხვევიას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს. მავნებლების სალიკვიდაციო სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება”, - განმარტავენ სამინისტროში.
 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა
საგამოძიებო სამსახური - ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დავაკავეთ
კობახიძე - ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics