2016-08-27 18:02:10, 1613 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა თეთნულდზე მშენებარე საბაგიროები დაათვალიერა
პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 4 საბაგიროს მშენებლობის პროცესს გაეცნო. ქუმსიშვილი თეთნულდზე სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. საბაგიროებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას "კავკასუს როუდ პროჯექტი" და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ თეთნულდის უწყვეტი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო გზების საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრს აღწევს, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. არსებული გეგმის მიხედვით, 2016 წლისთვის თეთნულდის სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრამდე გაიზრდება. (NS) ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|