12:03 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 18:24:28, 1361 ნახვა

სამართალი
პაპუაშვილი: მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან თავი შეიკავონ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკანასკნელ  პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა  შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.  საკონსტიტუციო  სასამართლოს 20-წლიან  ისტორიაში ეს არის  სასამართლოზე ზეწოლის  უპრეცედენტო შემთხვევა. პოლიტიკური ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, უხეშად ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეწევიან საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას.  ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან  საგანგებოდ ხდება სწორედ იმ მოსამართლეების დისკრედიტირება, მათი დაშინება, რომლებმაც ხმამაღლა  ისაუბრეს სასამართლოზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტებზე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებები ემყარება გადაუმოწმებელ ფაქტებს, განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების კანონისა და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცოდნის ნაკლებობით.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, რომელზეც მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, გაცნობოდნენ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პლენუმის მიერ მსგავსი ხასიათის საორგანიზაციო შეხვედრა რამდენჯერმე ჩატარდა.  გაუგებარია,  თუ რატომ მიაჩნიათ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ  სწორედ ამ შეხვედრაზეუნდა მომხდარიყო რაიმე  გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული სხდომის გადადების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პირადად წერილობით აცნობა პლენუმის ყველა წევრს. გარდა ამისა, მოსამართლეებს დაურიგდათ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული მასალები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics