10:18 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 11:47:57, 1082 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: ირაკლი კობახიძე ერთჯერადი გამოყენების პოლიტიკოსია - ტექსტებს უწერენ და ისიც იმეორებს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებები არაადეკვატურია და ის სრულ გაურკვევლობაშია.

„ირაკლი კობახიძე არის სრულ გაურკვევლობაში. გამოდის და სრულიად გაუგებარ რაღაცებს ლაპარაკობს. როგორც ჩანს, ის ერთჯერადი გამოყენების პოლიტიკოსია, რომელსაც ტექსტებს უწერენ და ისიც იმეორებს. კობახიძემ ელისაშვილზეც კი თქვა, რომ სად იყო 2012 წლამდეო, ეს ყველაზე დიდი უცნაურობაა. როგორ შეიძლება ამ ადამიანმა ელისაშვილზე თქვას თუ სად იყო ის 2012 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი პაპუაშვილზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, არ შეიძლება გამოხვიდე და ისაუბრო იმაზე, შეთანხმებული იყო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით გამოქვეყნებული განცხადება სხვა მოსამართლეებთან. მოსამართლეები თავად გაერკვევიან ამაში და პოლიტიკოსი მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. ქართულ ოცნებაში გიორგი პაპუაშვილსა და ოპოზიციას პლენუმის სხვა წევრების დისკრედიტაციის მცდელობაში სდებენ ბრალს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics