06:09 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 11:54:57, 962 ნახვა

პოლიტიკა
დენ ფრიდი: ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შესწირავს

ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შეწირავს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ფრიდის თქმით, ამერიკა საქართველოს კარგი ურთიერთობებისთვის არ გაცვლის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზნებზე არ უნდა იმოქმედოს იმან, რომ დღეს დასავლეთს რთული პერიოდი აქვს.

„ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს, დღეს გმირული პერიოდი არ არის. იზოლაციონისტური ძალები ამერიკაშიც და ევროპაშიც მომძლავრდნენ. მე ეს არ მომწონს, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალურად შევაფასოთ გამოწვევები. ასევე მნიშვნელოვანია, რუსეთს არ მივცეთ ამის ბოროტად გამოყენების საშუალება ან საქართველოს სუვერენიტეტთან ან არჩევანთან დაკავშირებით რაიმე კომპრომისზე წავიდეთ. მოკლევადიან პერსპექტივაში, დიდი წინსვლა არ გვექნება. 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში საქართველომ, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყანამ ვერ შეძლო იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს ჰქონდათ“, - განაცხადა დენიელ ფრიდმა.

იგი მიიჩნევს, რომ ნატო-ზე ზეწოლა და დაუყოვნებელი მოთხოვნა, რომ საქართველო ახლავე მიიღოს ალიანსში, უშედეგოდ დამთავრდება, ამიტომ თბილისმა თავის დასუსტების საშუალება არავის უნდა მისცეს და უფრო ხელსაყრელ პერიოდს დაელოდოს. 

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებული მდგომარეობა სამუდამოა. მაგრამ ამასთან, არ უნდა შევიქმნათ გადაჭარბებული წარმოდგენა იმაზე, თუ რის მიღწევა შეგვიძლია ახლო პერსპექტივაში, მაგრამ არასოდეს უნდა შევაფასოთ ნაკლებად ის, რისი მიღწევაც მომავალში არის შესაძლებელი. ჩემი რეკომენდაცია საქართველოსთვის იქნება ის, რომ გააკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მოცემულ დროში, იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც გაქვთ. არ იფიქროთ, რომ მიმდინარე სირთულეები, რომლებიც დასავლეთში დღეს გვაქვს, სამუდამოდ ასე დარჩება და თქვენი მიზნები ამ დასკვნას არ დაუკავშიროთ. თუ საქართველო თვლის, რომ ნატო-სგან მოკლევადიანი მოგების მიღება მისთვის სასარგებლოა, ვფიქრობ, ეს შეცდომა იქნება. საქართველომ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაინახოს საკუთარი თავი - გააძლიეროს ინსტიტუტები, დემოკრატია. საქართველომ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ნატო-ს წევრობა მიზნის მისაღწევი საშუალებაა. რა არის მიზანი, რომლის მიღწევაც საქართველოს სურს? ქართველები მეუბნებიან, რომ მათი მიზანი სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა, რომელიც ევროპის ნაწილი იქნება. ძალიან კარგი, მაშინ იმუშავეთ ამ მიზანზე ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაძაბულობა და ნაპერწკლები გააჩინოთ", - აღნიშნა მან. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics