2016-08-29 14:13:35, 785 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის შემოსასვლელში ახალი მანათობელი აბრა დამონტაჟდება
შპს “ თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის შემოსასვლელში ახალ მანათობელ აბრას დაამონტაჟებს.
მერიის ინფორმაციით, არსებულ მანათობელ, მანიშენებელ აბრას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. განხორციელდება სამღებრო სამუშაოები, დამონტაჟდება შიდა განათება, შეიცვლება ელექტროგაყვანილობა.
სამუშაოებს შპს “თმს“ ორი კვირის განმავლობაში განახორციელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან