14:00 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 14:54:11, 1318 ნახვა

საზოგადოება
დავით აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო - საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაცია სრულდება

თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. 

საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის აუცილებლობა რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო დადგა:

1. მარჯანიშვილის მოედნიდან საარბრუკენის მოედნამდე მონაკვეთში მოძველებული იყო საკანალიზაციო და წყლის მიწოდების სისტემა, რომელიც აღარ აკმაყოფილებდა დღევანდელ მოთხოვნებს;

2. გამზირის ამ ნაწილში საერთოდ არ არსებობდა სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რის გამოც გრუნტის წყლები საფრთხეს უქმნიდა გამზირზე განთავსებული შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას;
3. გამზირის ამ მონაკვეთის კომერციულად გააქტიურების პროგნოზის მიხედვით, როგორც წყლის, ისე ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის არსებული სიმძლავრეები ითხოვდა ზრდას;

4. აუცილებელი იყო გამზირზე საჰაერო წესით განთავსებული სხვადასხვა ტიპის ქსელის მოწესრიგება ისე, რომ შენობების ვიზუალური მხარე არ დამახინჯებულიყო გაყვანილობებით;

5. გამზირის ახალი კონცეფციის მიხედვით აუცილებელი იყო, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების მთელი რიგი კონფიგურაციული ცვლილებები.

ზემოთ აღნიშნული სამუშაოები 2016 წლის აპრილში დაიწყო და მოიცავდა: 1. კანალიზაციის მაგისტრალური ქსელის შეცვლას. 2. სანიაღვრე ქსელის მოწყობას. 3. სადრენაჟე ქსელის მოწყობას. 4. მაგისტრალური წყალსადენი სისტემის შეცვლას. 5. ბუნებრი აირის მილების შეცვლას. 6. გარე განათების სადენების მოწესრიგებას. 7. მაღალი ძაბვის დენის, ელექტრო ენერგიის გადამცემი მაგისტრალური სადენების შეცვლას. 7. ყველა ტიპის სუსტი დენების გაყვანილობის შეცვლას.

პროექტის ფარგლებში, აპრილიდან დღემდე საინჟინრო საკომუნიკაციო სისტემის განახლებასთან და ახლის მოწყობასთან დაკავშირებით, შესრულდა შემდეგი სამუშაოები:

გარკვეულ მონაკვეთებში მაგისტრალური კანალიზაციის მილის დაზიანებების გამო, გაყვანილობა შეიცვალა გოფრირებული პოლიეთილენის მილებით (ჯამში 713 მეტრი) და მოეწყო კანალიზაციის გამწმენდი ჭები (კამერები). 

დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანიაღვრე ქსელის არ არსებობის გამო, უხვი ნალექის დროს მოსახლეობას ექმნებოდა სარდაფების დატბორვის პრობლემა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი საკონტროლო კამერებით (1038 მეტრი).

მოეწყო სადრენაჟე ქსელი (720 მეტრი) დავით აღმაშენებლის გამზირზე, რომლითაც მოხდება მიწისქვეშა გრუნტის წყლების შეკრება ერთიან მართვად სისტემაში, შედეგად მოიხსნა შენობების საძირკვლების დაზიანების საშიშროება.

შეიცვალა დაზიანებული მაგისტრალური წყალსადენის ლითონის მილები (962 მეტრი) მაღალი წნევის პოლიეთილენის მილებით, რომლებიც სამომავლოდ იძლევა წლის წნევის 4-ჯერ გაზრდის საშუალებას რაც უზრუნველყოფს წყლის მაღალი წნევით მიწოდებას და ხასიათდება ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით.

გაზმომარაგების სისტემის დიდი ნაწილი იყო მოწყობილი საჰაერო გზით, რაც ამახინჯებდა შენობის ფასადებს. პროექტის ფარგლებში, მოხდა ძველი გაყვანილობის დემონტაჟი და მიწის ქვეშ ახალი გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალის მონტაჟი (750 მეტრი).

 შეიცვლება გარე განათების ბოძები და მათი დამაკავშირებელი სადენები. მიწისქვეშ ეწყობა დამატებითი სარეზერვო სადენები (ჯამში 3600 მეტრი).

შეიცვალა საჰაერო გზით მოწყობილი მაღალი ძაბვის დენის და ელექტრო ენერგიის გადამცემი მაგისტრალური სადენები (1800 მეტრი) და გაიზარდა მათი კვეთები, რაც დამატებითი სიმძლავრის ელექტრო ენერგიის მიღების შესაძლებლობას იძლევა. 

დავით აღმაშენებლის გამზირზე, აღნიშნული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, დარჩენილი სამუშაოები ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების პარალელურად გაგრძელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics