02:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 15:09:34, 675 ნახვა

საზოგადოება
ნატა ფერაძე: დღეს მასშტაბურ საპროტესტო აქციას დავაანონსებთ

მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებლის ნატა ფერაძის განცხადებით, გარემოსდამცველები მერიის წინ ყოველდღე 6-და 9 საათამდე აქციებს გამართავენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფერაძემ განუცხადა, პირველი მასშტაბური აქცია დღეს დაანონსდება.

„ყოველდღე, საღამოს 6-დან 9 საათამდე ვიქნებით მერიასთან და ხელმოწერებს შევაგროვებთ. დღეს საღამოს მასშტაბურ აქციას დავაანონსებთ. ჩვენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ვიყავით და დაჩქარებული წესით შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, რომ მერიის წინ კარვების დადგმის უფლებას არ გვაძლევენ. თუ სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, ბრძოლას გავაგრძელებთ, რომ კარვების დადგმის უფლება გვქონდეს. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია და ამ სამსახურის თავმჯდომარისა დ ამისი მაოდგილის გადაყენება არ მოხდება. დავით ნარმანიას განცხადება, რომ მას სიტუაციის დამარეგულირებელი გეგმა მზად აქვს, არის მიუღებელი. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს კარგი გეგმაა, მაგრამ ამ გეგმის დამტკიცებამდე აუცილებლად უნდა გავეცნოთ მას. ნარმანია მონოლოგის რეჟიმშია და კარგი იქნება თუ ეს პროცესი მონოლოგის რეჟიმში გაგრძელდება“, - აცხადებს ფერაძე.

შეგახსენებთ, რომ „პარტიზანმა მებაღეებმა“ მერიასთან პროტესტის გამოხატვა 17 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფმა“ მერიის ნებართვით ხეების მოჭრა დაიწყო.  აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის თანამდებობიდან წასვლაა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics