00:42 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 15:17:01, 1824 ნახვა

საზოგადოება
1 სექტემბრიდან მიწის რეგისტრაცია მხოლოდ ახალი სტანდარტით შედგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოხდება

2016 წლის პირველი სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მხოლოდ ახალი  სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განახორციელებს. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესი საქართველოს მთავრობის N 388 დადგენილებით დამტკიცდა.

ამზომველებმა ამიერიდან ნახაზი სწორედ აღნიშნული სტანდარტის მიხედვით უნდა შეასრულონ, ვინაიდან პირველი სექტემბრიდან ძველი წესით შესრულებული ნახაზით რეგისტრაცია აღარ განხორციელდება. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის შესრულების ინსტრუქცია საჯაროა და ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე წწწ.ნაპრ.გოვ.გე. იხილეთ ბმული:ჰტტპ://ნაპრ.გოვ.გე/პ/633

იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვთ და  სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ 2016 წლის პირველ სექტემბრამდე.

"მიწის რეგისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაიმიჯნა პასუხისმგებლობა. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი - ამზომველი. 

ახალი სტანდარტები უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებებს. ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს მიწის ნაკვეთი ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს  მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკს. კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა მოთხოვნადი გახდება",-განმარტავენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics