23:35 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 15:10:43, 1032 ნახვა

ჟურნალისტის ბლოგი: ბილწისტყვაობის ფენომენი საჯარო სივრცეში

2013 წელი, ქვეყანა ციხის კადრების შოკიდან ჯერ არ იყო გამოსულ და ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი დათო ტურაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებდა. ტურაშვილს მაშინ ნერვებმა უმტყუნა და პარლამენტარებს დედამ...ლები უწოდა.  მწერალი გინების გამო არავის გაუკიცხავს. დათო „ჯინსების თაობის“ ავტორი, კარგი ქართველია და ბოლოსდაბოლოს, კაცია და ნერვებმა უმტყუნა. სხვა შემთხვევებიც შეგვიძლია გავიხსენოთ - იგივე, ია ფარულავასა და ნანიკო ხაზარაძეს ერთმანეთში „შუტკა“ რომ ჰქონდათ გახსნილი, „იმედის“ ეთერში ამას თითქმის ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს უზრდელობა უწყინარ თემებს ეხება.

მოკლედ, ხვდებით ალბათ, საითკენაც მიდის ყველაფერი, მაგრამ სანამ საბოლოოდ წავალ ერთი რამ მინდა აღვნიშნო - საჯაროდ გინება და უხამსი სიტყვების თქმა, არის ძალიან ცუდი საქციელი და ის არავის მხრიდან არ უნდა იქნეს წახალისებული, გინება გინებაა, საეთერო ეთიკა კი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. მით უმეტეს, როდესაც საზოგადოების ნაწილი შენ სამაგალითო ადამიანად მიგიჩნევს. ცალკე თემაა, ისევე როგორც თითქმის ყველა სფეროში, გინებაშიც კი გენდერული ბალანსის დარღვევა. კაცი მაინც კაცია და ქალთან მაინცის ხმარებაც კი დაუშვებელია. ზოგჯერ კაცმა აუცილებლადაც უნდა შეიგინოს. მაგალითად, „წიწიბურა“, რომელიც  ჯიგარი ქალაქელია და 2007 წლის ნოემბერში მიშას დედას აგინებდა, კაციშვილს არ გაუმტყუნებია.

თუმცა, აქ ერთი მომენტიც უნდა ვახსენოთ - ადამიანების უმეტესობა ვერ ხვდება თუ რა მოეთხოვება ჩვეულებრივ მოქალაქეს და რა ვალდებულებები აქვს საჯარო მოხელეს. მოქალაქეს მოეთხოვება თითქმის არაფერი - მას სექსის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აქვს, არავის აქვს უფლება თმენის ვალდებულება უხსენოს და ა.შ. საჯარო მოხელე კი არის ადამიანი, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება და მას ნამდვილად აქვს თმენის ვალდებულება. პირიქით, ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მუდმივ წნეხში უნდა გყავდეს, რათა, მაგალითად, ქალაქი ხეებისგან არ დაიცალოს და დემურ სტურუამ ვინმე გოდერძიას გამო თავი არ მოიკლას. ნებისმიერ, ამ ორი ფაქტის მსგავს მოვლენას, ევროპაში, აი, იმ ევროპაში მე და თქვენ რომ მივილტვით, ისეთი საპროტესო ტალღა აგორდებოდა, პირდაპირ ეთერში ნახავდით თუ როგორ ტ...ვს ხალხი მთავრობას და როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები ასეთ დროს.

ჩვენთან რა ხდება, ერთი ადამიანი, ნატა ფერაძე ერთი გინების გამო ანათემას გადაეცა - მა სექსუალური ქალი, ქალისთვის შეუფერებლად იქცევა, ეტყობა 2012 წლის მოგონებებით ცხოვრობს, 2012 წლის მერე ისვენებს და ახლა მოიცალა ხეებისთვის. სხვათა შორის, მოვლენების დაძაბვასთან ერთად ახალ-ახალი „ფაქტებიც“ ტივტივდება-ხოლმე - ნუ როგორც ყოველთვის. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ 2007 წლიდან ფერაძე კომპანია „გრინ სერვისის“ მენეჯერი იყო და ყველა იმ მოვლენის ეპიცენტრში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქში ხეები იჩეხებოდა და ჯიბეებსაც ისქელებდა, ხოლო შემდეგ არაკომპეტენტურობის გამო გამოაგდეს და გახდა პარტიზანი.

სიმართლე გითხრათ, 2012 განვლილი ეტაპია და ძველ ცოდვებზე ყველა პასუხს აგებს და ამ ბრალდების შესახებაც ყველაფერი ნათელი გახდება. ჩემთვის და ალბათ, საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის, მთავარი მიმდინარე ამბებია და რა ხდება დღეს - „უზრდელი“ ადამიანები ქალაქის სიმწვანის დაცვას ცდილობენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას  მიმართავენ, ხოლო ზრდილობიანები მოვლენებში ჩაურევლად მიუთითებენ მერიის წინ მოშიმშილე ადამიანებს რა და როგორ გააკეთონ, რა თქვან და რა არ თქვან და ა.შ. თუ მათი მითითებები არ შესრულდა, აქციის მონაწილეებს ლანძღავენ  - მარაზმიც აღარ ქვია ამას, ეს ჩვეულებრივი ტრაგიკომედიაა. მართლა არ ვიცი მიშას დროს პარტიზანები რამეს იცავდნენ თუ არა  - შეიძლება მე არ მახსოვს, ან ისინი არ აქტიურობდნენ შესაბამისად, რადგან მაშინაც არნახული რაოდენობით იჭრებოდა ხეები, თეორიულად ისიც დავუშვათ, რომ ნატა ფერაძე სექსის გარდა, ხეების გაჩეხვითაც მდიდრდებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი მოცემულობაა - ნატა ფერაძის თაოსნობით, ადამიანები ჩვენზე და ჩვენი შვილების მომავალზე ზრუნავენ (რა პროცესებსაც არ უნდა ემსახურებოდეს ეს ყოველივე - ესეც თეორიული დაშვებაა). ნელ-ნელა გაჭირვებით, მაგრამ მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხვდებიან თუ რა უნდა გააკეთონ კონკრეტულ მომენტში. სააკაშვილის დროს თუ ადამიანი ჩუმად იყო, არ ნიშნავს, რომ ახლაც ჩუმად იყოს, სხვას არ გააჩნია მორალური უფლება მეორე ადამიანს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს. სულ სირაქლემის პოზიციაში ვერ ვიქნებით - რაღაც უნდა დავინახოთ, ღაც უნდა გავიგოთ, რაღაც უნდა ვიგრძნოთ. მუდამ საბჭოთა ფრაზებს - არ მინახავს, არ გამიგია - ვერ მოვიშველიებთ.

სხვათა შორის, ეს პროცესი არა მარტო მწვანე საფარს იცავს, არამედ ნელ-ნელა ადამიანების სამოქალაქო თვითშეგნებასაც ზრდის, რაც ესოდენ მნოშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების განსავითარებლად. განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება კი იმის გარანტიაა, რომ საჯარო მოხელე ვერ გაგიბედავთ და მაიმუნ ვირიშვილს ვერ გიწოდებთ და  მაგალითად, პრემიის გამოწერისას ხელი აუკანკალდება  - რაც უფრო მალე ამაღლდება ჩვენი თვითშეგნება, მით მეტი ნული მოაკლდება „ნარმანიების“ პრემიებსა და დანამატებს.

პ.ს. მოკლედ, ბევრი თემაა განსახილველი - თუნდაც ის თუ როდის უნდა დამთავრდეს გურანდა გაბუნიას, ქეთი დოლიძე -კუკარაჩასი, ბადურაშვილის ბებიის, ნოშრევან ნამორაძის ცოლისა და მსგავსი ხალხის პირდაპირ ეთერში მიწვევა, მაგრამ ეს სხვა დროს განვიხილოთ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics